საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
3 ივნისს, ირის ანტმანის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. მოახლოებული მატჩის შესახებ მთავარ მწვრთნელთან ერთად კომენტარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, ანა ჩემინავამ და ნათია დანელიამ გააკეთეს. ნაკრების ფეხბურთელებმა კვიპროსთან სტუმრად მოგებულ მატჩზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს გულშემატკივართა მხარდაჭერის მნიშვნელობას საშინაო შეხვედრაში.
საქართველოს კვიპროსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 4 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)
NAKREBI.GE