Sportitalia-ს ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკა ძალიან უსამართლოა და „ნაპოლის“ მთელი სეზონის განმავლობაში წინ მხოლოდ ის მიუძღოდა.
„კვარაცხელიას კრიტიკა ძალიან უსამართლოა. რამდენჯერმე მარტომ სცადა „ნაპოლის“ ლიდერობა, თუ ყველას წინააღმდეგ მარტო თამაშობდა, მისი ბრალი არაა, გუნდის ბრალია. ჩემი აზრით, კვარა დაახლოებით 80 მილიონი ღირს, თუ მეტს აიღებ მასში უკეთესია, მაგრამ მე არ გავყიდდი, რადგან ახლა ამას აზრი არ აქვს, როცა შედარებით ჩავარდნა ჰქონდა, უმჯობესია დაველოდოთ იმას, რომ შარშანდელივით მაგარი სეზონი ჩაატაროს“, - თქვა პალმერიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით გასულ სეზონში 45 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.