ფეხბურთი

1:15 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვენეცია" სერია A-ში დაბრუნდა, ლოჩოშვილის "კრემონეზე" ისევ სერია B-ში იქნება

იტალიის სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ვენეციასთან“ დამარცხდა.

ამ გუნდების პირველი მატჩი კრემონაში 0:0 დასრულდა, ხოლო ვენეციაში მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს და ორწლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდნენ.

ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო სკამზე იყო. ქართველი ახლა ავსტრიაში საქართველოს ნაკრებს მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდება. მან 2023-2024 წლების სეზონში 26 მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბში.

„კრემონეზე“ მომდევნო სეზონშიც სერია B-ში ითამაშებს, ხოლო სერია A-ში „ვენეციას“ გარდა, „პარმა“ და „კომო“ აღზევდნენ.

0.108838