საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში ავსტრიაში მორიგი ვარჯიში გამართა.
2 ივნისის საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მათთან ერთად ნაკრების ვარჯიშში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, ავსტრიაში ჩავიდა გიორგი გველესიანიც, რომელიც ვარჯიშში უახლოეს დღეებში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება, ხოლო სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შეიკრიბება.