ფეხბურთი

13:45 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "ამით ცხოვრება არ მთავრდება"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ ლიგა 1-დან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამით ცხოვრება არ მთავრდება და უნდა გაძლიერდნენ.

„ახლა ანალიზს არ ვაპირებ, რადგან ასეთ პირობებში სიმართლეს მხოლოდ სანახევროდ ვამბობთ. ფეხბურთელებზე არაფერი მაქვს მადლობის გარდა სათქმელი, რადგან 120 წუთის განმავლობაში 10-11-ის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მათ უზარმაზარი ფიზიკური და მენტალური ძალისხმევა გაიღეს.

შეგვეძლო მესამე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. თავი უნდა ავწიოთ, გავძლიერდეთ, რადგან ცხოვრება ამით არ მთავრდება. ჩემი მომავალი? ვიცი, ჩემგან რა პასუხსაც ელოდებით, მაგრამ შვებულებაში მივდივარ და შემდეგ ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი მექნება“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ „სენტ ეტიენთან“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.

0.119216