საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დინამო თბილისმა“ „გაგრასთან“ 2:0 მოიგო და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
თბილისელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში დომინიკ საიმონმა 48-ე წუთზე გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვახტანგ სალიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისს“ 22 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 აგვისტოს, „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 19 ქულით მერვეა და სეზონს „დილასთან“ თამაშით განაახლებს.
„იბერიას“ კრიზისი გრძელდება. გიორგი მიქაძის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ 1:2 წააგო.
გიორგი ფანცულაიამ პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე შოთა ნონიკაშვილმა უპასუხა, თუმცა მალევე დემურ ჩიხლაძემ მიხეილ აშვეთიას გოლს მოაგებინა.
„სამგურალი“ 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და სეზონს „დინამო თბილისთან“ თამაშით განაახლებს, ხოლო „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ წააგო, მესამე ადგილზეა და 3 აგვისტოს, „თელავთან“ ითამაშებს.
თუ „იბერია“ კრიზისშია, „ტორპედო“ შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავა, რადგან ისევ მოიგო. სტივ კინის გუნდმა ამჯერად სახლში „თელავს“ დაძაბულ ბრძოლაში ბიორნ იონსენის გოლით აჯობა. ნორვეგიელმა მეშვიდე წუთზე პენალტით გადაწყვიტა მატჩის ბედი.
„ტორპედო“ 35 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე წრეს „სამტრედიასთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო „თელავი“ 17 ქულით მეცხრეა და შემდეგი მატჩი „იბერიასთან“ ექნება.