ჟოზე მოურინიო „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელი გახდება. თურქული კლუბის ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია და ეს არც პორტუგალიელმა უარყო.
„ჩვენმა კლუბმა დაიწყო მოლაპარაკებები ჟოზე მოურინიოსთან მწვრთნელის თანამდებობაზე“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ „მოლაპარაკებების დაწყებაზე“ იყო საუბარი, ფაქტია, რომ პორტუგალიელი თურქულ გუნდს ჩაიბარებს, რაც თვითონაც დაადასტურა:
„ეს საკითხი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ იქ წავიდე, მომწონს გამოწვევები“.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო იანვრიდან მოყოლებული უმუშევარია, როდესაც „რომადან“ დაითხოვეს.