ფეხბურთი

22:11 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პერსეპოლისი" ირანის ჩემპიონი გახდა, გადამწყვეტი გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა!

ირანის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პერსეპოლისმა“ „მეს რაფსანჯანი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა.

უფრო ზუსტად, ეს გამარჯვების კი არა, ჩემპიონობის გოლი იყო, რადგან „პერსეპოლისი“ ირანიდ ჩემპიონი გახდა, ეს შეხვედრა რომ ვერ მოიგო, ვერ გახდებოდა...

ქართველი მცველი მატჩის მიწურულს მწვრთნელმა შეტევაში ათამაშა და გიორგიმაც 85-ე წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა მატჩის ბედი.

„პერსეპოლისმა“ სეზონი 68 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 1 ქულით აჯობა „ესტეღლალს“. ეს გუნდი ირანის ჩემპიონი ისტორიაში მე-16-ედ გახდა.

გიორგი გველესიანმა ახლახან დასრულებულ სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახლა ის, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

0.114775