„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა ლონდონის „არსენალს“ სურს. როგორც იტალიური მედია წერს, „მეთოფეები“ მიმდინარე ზაფხულს ეცდებიან ნიგერიელი ფორვარდის შეძენას.
ოსიმენის ფასი ძალიან მაღალია და ლონდონელები გარიგებაში ემილ სმით-როუს ჩართვასაც აპირებენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ La Repubblica წერს, რომ „არსენალი“ უფრო წინ არის ოსიმენისთვის ბრძოლაში, ვიდრე „ჩელსი“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და არაერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ პრემიერლიგაში თამაში სურს.