ფეხბურთი

19:26 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ისევე როგორც კლუბის საბჭოს წევრები 2003 წლიდან 2010 წლამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ხოსე ნეგრეირასთვის ქრთამის მიცემის საქმეზე - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ეს ბრალდება 24 მაისს გააუქმა. თუმცა, დღეს, 31 მაისს, „ბარსელონას“ სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი, რომელიც მოსამართლის თავდაპირველი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეიტანეს სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. შედეგად, ლაპორტა და სხვა ბრალდებულები გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან. თუმცა, კატალონიური კლუბისთვის ბრალდება სრულად არ მოუხსნიათ.

0.127094