ფეხბურთი

18:23 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუმ „ფენერბაჰჩესთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, 2026 წლის ივნისამდე მოქმედი კონტრაქტი დღეს, 31 მაისს, დილით გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პორტუგალიელი სპეციალისტი ოფიციალურად არც ერთი კლუბის მწვრთნელი არ არის. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იტალიური „რომა“ გახლდათ. რომელსაც ის 2021 წლიდან 2024 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებით იყო დაინტერესებული. მოურინიუს მიმართ ინტერესი საუდის არაბეთის კლუბებმაც გამოიჩინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11531