მადრიდის „რეალი“ პსჟ-ის თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ 3-4 ივნისს გამოაცხადებს - წერს ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) შეგახსენებთ, რომ ფორვარდი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებშია შეკრებაზე.
მბაპემ მანამდე განაცხადა, რომ პარიზულ კლუბს კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვებს, რომელიც 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელი „რეალთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში ჯამაგირად 15 მილიონ ევროს მიიღებს - იმაზე ნაკლებს, ვიდრე პსჟ-ში იღებდა. ამ შემთხვევაში, მოთამაშეს აქვს 150 მილიონევროიანი ხელმოწერის ბონუსი.
გასულ სეზონში მბაპემ 48 მატჩი ჩაატარა, 44 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.