მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ოქროს ბურთის“ მოგების პრეტენდენტები დაასახელა.
„ჩემი აზრით, ამ სეზონში „ოქროს ბურთისთვის“ ვინისიუსი და ბელინგემი იბრძოლებენ. ვნახოთ რა იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ევროსა და კოპა ამერიკაზე. ორივეს გამარჯვების კარგი შანსი აქვს“, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა El Chiringuito-სთან ინტერვიუში.
1 ივნისს ვინისიუსი და ბელინგემი „რეალის“ შემადგენლობაში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ. ზაფხულში კი მათ ევროსა და კოპა ამერიკაზე მოუწევთ ასპარეზობა: ვინისიუსს ბრაზილიის, ბელინგემს ინგლისის ნაკრებში.