ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
35 წლის მცველმა კონტრაქტი „ლასკ ლინცთან“ გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ჟერომი ავსტრიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ბოატენგი ბოლოს „სალერნიტანაში“ თამაშობდა, მანამდე „ლიონში“. კარიერის საუკეთესო პერიოდი მან მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, ასევე იცავდა „ჰერტას“, „ჰამბურგის“ და „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას. გერმანიის ნაკრებში მის აქტივში 76 მატჩი და 1 გოლია.