რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი ლუის ალბერტო კარიერას „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
იტალიური კლუბი კატარელებისგან 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება.
ლუის ალბერტო „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობს და 306 მატჩში 52 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „სევილიას“, ბარსელონა B-ს“, „ლივერპულის“, „მალაგას“ და „დეპორტივოს“ ღირსებას იცავდა.