ფეხბურთი

1:30 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ოდესმე თუ იტალიაში ვითამაშებ, "მილანში" გადავალ"

კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისა და ერთა ლიგის მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მოგებაც სურს. როგორც მან აღნიშნა, უნდა საფრანგეთის ისტორია დაწეროს და ყველა სანაკრებო ტიტულის მოგებით ამას შეძლებს.

„როდესაც 7 წელი ერთ კლუბში ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ ყველა მომენტით, რომელიც გაატარა ადამიანებთან და გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც ამ კლუბს უკავშირდებიან. არის ტიტულები, გოლებიც, მაგრამ საბოლოოდ, ეს მთავარი არაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ჩემთვის განსაკუთრებული იყო როგორც ფრანგისთვის პსჟ-ში თამაში. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, მათი მადლიერი ვარ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ერთ დღეს იტალიაში წავალ, „მილანში“ ვითამაშებ. ბავშვობიდან „მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი და სერია A-ში მის ყველა მატჩს ვუყურებ.

ევრო 2024? მიზანი რა თქმა უნდა, გამარჯვებაა. არ იქნება ადვილი, რადგან ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდია, მათ შორის, შეიძლება იტალიაც იყოს. მშივრები ვართ, მაგრამ გვინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილ გავხდეთ. მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთა ლიგა უკვე მოვიგე, ევროპის ჩემპიონატსაც თუ მოვიგებ, ჩემს ნაკრებთან ერთად ყველაფერი მოგებული მექნება და მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია დავწერო“, - თქვა მბაპემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11206