ფეხბურთი

0:05 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: პეტერ ლიმს თავისი სამყარო აქვს, მამარდაშვილს ძალიან ძვირად აფასებს
ესპანური გაზეთი ვალენსიას პრეზიდენტის გეგმაზე წერს

ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ „ვალენსიას“ პრეზიდენტი პეტერ ლიმი გიორგი მამარდაშვილს 40 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ მსგავსი შეთავაზება არც ერთი კლუბისგან არის.

„პეტერ ლიმი ჯერ კიდევ თავის სამყაროშია. „ვალენსიას“ მფლობელმა გადაწყვიტა, რომ მამარდაშვილის ფასი 40 მილიონ ევროზე მეტი უნდა იყოს და რთული საბაზრო სიტუაციაა, რადგან არ არსებობს შეთავაზებები, რომლებიც ამ მოთხოვნას მიაღწევენ, ახლოსაც კი არ არიან. რეალურად, ამჟამად დაინტერესებული კლუბები ძალიან შორს არიან იმისგან, რასაც აზიელი მაგნატი ითხოვს. თუმცა, ლიმმა მტკიცე პოზიცია დაიკავა და ფასის დაკლებას არ აპირებს.

გასულ სეზონში „იუნუსის ოპერაციამ“ ლიმი დააჯერა, რომ მართალია, ამჯერად სიტუაცია იგივე არაა, იმიტომ, რომ ამჟამად 40-მილიონიანი შეთავაზება არ არის, თუმცა ის არ აპირებს პოზიციის შეცვლას. შარშან იუნუს მუსას ტრანსფერზე ლიმი გამარჯვებული გამოვიდა, რადგან „მილანმა“ გადაიხადა მოთხოვნილი 20 მილიონი. ამ მიზეზით მან ეს ბაზარიც იგივე პოზიციით დაიწყო, თუმცა ახლა სიტუაცია განსხვავებულია.

დარგის ექსპერტების აზრით, მეკარეების ფასმა ძალიან დაიკლო. დღეს არ არსებობენ კლუბები, რომლებიც ასე ბრმად დადებენ ფსონს მილიონების გადახდაზე. ონანას ტრანსფერი „მანჩესტერში“? ეს სხვა სიტუაცია იყო, უფრო სპორტულ პრესტიჟს უკავშირდებოდა. „ვალენსია“ კი, ამისგან შორსაა და ეს დიდ გავლენას ახდენს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112961