იტალიელმა ჟურნალისტმა სალვატორე კაიაცამ თქვა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ აგენტი პსჟ-ს ინტერესის გამოყენებას „ნაპოლისთვის“ მეტი ფულის ფულის მოსათხოვად ცდილობს.
„კონტემ პირველ რიგში კაპიტანი დი ლორენცო უნდა შეინარჩუნოს, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია. პსჟ-ს შეუძლია ქართველს ის შესთავაზოს, რაც უნდა, მაგრამ „ნაპოლი“ კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. მე გავიგე მისი აგენტის გეგმა: ის პსჟ-ს ინტერესის გამოყენებას „ნაპოლისთვის“ მეტი ფულის მოსათხონად ეცდება“, - თქვა კაიაცამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023-2024 წლების სეზონში 45 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.