ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ენცო მარესკა გახდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ლონდონელებმა არჩევანი ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტზე შეაჩერეს და ახლა „ლესტერთან“ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რომელთანაც მარესკას კონტრაქტი აკავშირებს.
კომპენსაციის თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის გადახდაზეც „ჩელსი“ მზადაა. ასე რომ, წესით, „მელიებთან“ შეთანხმებაც რთული არ იქნება.
ენცო მარესკას აქამდე პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში (მანჩესტერ სიტიში), „პარმაში“ და „ლესტერში“ აქვს ნამუშევარი, რომელიც ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.