„ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტზე შეთანხმება არსებობს და ბოლო დეტალებს აზუსტებენ.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი, განაცხადა, რომ მომდევნო 10 დღე იქნება გადამწყვეტი:
„საქმე იმაში არაა, რომ არაფერს გეუბნებით, უბრალოდ, მომდევნო 10 დღე იქნება გადამწყვეტი. ასეთ დროს გულშემატკივრობამ არ უნდა გაიმარჯვოს, არამედ სიტუაცია სწორად და ცივი გონებით უნდა შევაფასოთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტე „ნაპოლისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონიც დაემატება.