ფეხბურთი

14:24 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-სთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჯერჯერობით, განაცხადი გაფართოებულია, რომელიც 29 ფეხბურთელისგან შედგება, თუმცა 7 ივნისამდე დე ლა ფუენტეს მოუწევს მისი შემცირება. მანამდე ესპანეთის ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ნაჩო (რეალი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი), ხესუს ნავასი (სევილია), დანი ვივიანი (ბილბაო)

ნახევარმცველები: ალექს ბაენა (ვილიარეალი), ალეიშ გარსია (ჟირონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), მიკელ მერინო (სოსიედადი), პედრი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარტინ ზუბიმენდი (სოსიედადი)

თავდამსხმელები: ხოსელუ (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიპციგი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), აიოზე პერესი (ბეტისი), ლამინ იამალი (ბარსელონა)

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე იტალიის, ხორვატიის და ალბანეთის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110424