ფეხბურთი

12:44 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩი: "იტალიაში მაღალი დონეა, შეხედეთ "ატალანტას" როგორ ითამაშა ფინალში"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ იტალიური კლუბები სხვებს არ ჩამოუვარდებიან.

როგორც მან თქვა, „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ იმიტომ იმარჯვებენ, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სერია A დაბალ დონეზეა.

„იტალიაში მაღალი დონის ჩემპიონატია. შეხედეთ „ატალანტას“ ფინალს „ლევერკუზენთან“ ან „ლივერპულთან“ მატჩს. ცხადია, არის მადრიდის „რეალი“, რომელიც ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე იგებს ან „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ ჩვენთან დაბალი დონის გუნდები არ არიან.

„ლევერკუზენით“ ყველანი აღფრთოვანებული ვიყავით, რომელსაც წაგება არ ჰქონდა. შემდეგ კი, „ატალანტამ“ საოცარი პრობლემები შეუქმნა. შარშან „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სიტიზე“ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ იტალიაში უმაღლესი დონის მწვრთნელები არიან.

„ტორინო“ კონფერენს ლიგაზე? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მეტს ელის, მაგრამ უნდა დავინახოთ რეალობა და ვაღიაროთ სად ვიყავით 3-4 წლის წინ“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი სპეციალისტი „ტორინოს“ დატოვებს, შესაბამისად, ტურინულ გუნდს მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. „ტორინო“ კონფერენს ლიგაზე გავა, თუ „ფიორენტინა“ ამავე ტურნირის ფინალში „ოლიმპიაკოსს“ დაამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114325