ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ნაპოლის“ ინტერესის მიუხედავად ლომბარდიელთა რიგებში დარჩენა გადაწყვიტა.
როგორც მან „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ თქვა, ის „ატალანტასთანაა“ დაკავშირებული და მომავალშიც ასე იქნება:
„ცხადია, რომ მრავალი წელია დე ლაურენტისს მოვწონვარ და ცდილობს ჩემს გადაბირებას, ამარ არ უარვყოფ, ეს ძალიან მომწონს კიდეც. ალბათ, ვიყავი მის გონებაში სხვა მწვრთნელებთან ერთად და ის არჩევანს გააკეთებს. მე „ატალანტასთან“ ვარ დაკავშირებული და კიდევ ვიქნები. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ მომდევნო სეზონში შესანიშნავი გუნდი ეყოლება, რადგან საამისოდ საფუძველი აქვს.
მომდევნო სეზონში ჩვენთვის ძალიან დატვირთული იქნება, მაგრამ არ მგონია იმაზე მეტად, ვიდრე წელს იყო. რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში გვექნება, მაგალითად, ევროპის სუპერთასზე, შეიძლება ვითამაშოთ „რეალან“, „რეალი“ – „ატალანტა“ ევროპის სუპერთასზე რაღაც განსაკუთრებული ამბავი იქნება“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი ანტონიო კონტეზე გააკეთა და სწორედ ის გახდება „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი. გასპერინი კი "ატალანტასთან" კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხოლო ხელფასის სახით სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.