ფეხბურთი

22:38 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონი გახდა
"ფენერბაჰჩემ" 99 გოლი გაიტანა, 99 ქულა დააგროვა და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა

თურქეთის ჩემპიონი „გალათასარაი“ გახდა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად „ქონიასპორს“ 3:1 აჯობა.

ბოლო ტურის წინ „გალა“ და „ფენერბაჰჩე“ იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის, მაგრამ „ლომებმა“ შეცდომა არ დაუშვეს. „გალათასარაიმ“ სეზონი 102 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და თურქეთის ჩემპიონი ისტორიაში 24-ედ გახდა.

საინტერესო „ფენერბაჰჩეს“ ამბავი, რომელმაც 38 ტურში ერთადერთხელ წააგო, 99 ქულა მოიპოვა და 99 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა...

აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგაში ბოლო ტურში „რიზესპორთან“ მოგებით (2:0) ადგილი შეინარჩუნა „ჰატაისპორმა“ და გავარდნას გადაურჩა. გიორგი აბურჯანიას არ უთამაშია, რადგან განაცხადში არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119596