ქალთა ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალს. ბილბაოს „სან მამესმა“ უმასპინძლა და კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, „ლიონი“ 2:0 დაამარცხეს.
ანგარიში 63-ე წუთზე აიტანა ბონმატიმ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალექსია პუტელიასმა, რომელიც მოედანზე სულ სამი წუთის შესული იყო, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სან მამესზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 50 000 მაყურებელი დაესწრო, რაც უკვე გასაკვირიც არ არის, რადგან ქალთა ფეხბურთი სულ უფრო პოპულარული ხდება.
„ბარსელონამ“ ისტორიაში მესამედ მოიგო ქალთა ჩემპიონთა ლიგა (2021, 2023, 2024), ხოლო „ლიონს“ ისევ დიდი უპირატესობა აქვს, რადგან 2011-2022 წლებში 8-ჯერ მოახერხა ამ ტურნირის მოგება.