ნეაპოლური გაზეთი Il Mattino იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს.
შეთავაზების მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, რადგან ამავე წყაროს თანახმად, მამუკა ჯუღელი 6 მილიონ ევროს ითხოვს.
„ნაპოლის“ მიზანია, რომ კვარა შეინარჩუნოს და არც ქართველი ფეხბურთელია დარჩენის წინააღმდეგი სხვა კლუბების მხრიდან ინტერესის მიუხედავად.
როგორც Il Mattino წერს, მოლაპარაკებები გრძელდება და შეიძლება შეთანხმება 5 მილიონ ევროზე შედგეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ახლა მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.