თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა.
იტალიელმა სპეციალისტმა 35 ფეხბურთელი შეარჩია, საიდანაც 26 მათგანი 7 ივნისამდე უნდა აარჩიოს.
თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერი), დოღან ალემდარი (ტრუა), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უღურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი)
მცველები: მერთ მიულდიური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), აჰმეტჯან კაპლანი (აიაქსი), ჩაღლარ სოიონჯუ (ფენერბაჰჩე), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჯენკ ოზკაჯარი (ვალენსია), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე)
ნახევარმცველები: ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჩან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკოშლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: აბდუკლადირ ომური (ჰალი), ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აკტურკოღლუ (გალათასარაი), ოღუზ აიდინი (ალანიასპორი), არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ბერტუღ ილდირიმი (რენი), ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), ენეს იუნალი (ბორნმუთი), სემიჰ კილიჩსოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჯი (ლილი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. ჯგუფში ასევე არიან ჩეხეთი და პორტუგალია. თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს იტალიისა და პოლონეთის წინააღმდეგ.