ტურინის „იუვენტუსი“ „მონცას“ მეკარეს, მიკელე დი გრეგორიოს შეიძენს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ლომბარდიული კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ დი გრეგორიო სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
26 წლის მიკელე დი გრეგორიო „მონცას“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და დღემდე 145 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.