„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შტეფან შვოჩმა განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისის ადგილას რომ იყოს, ხვიჩა კვარაცხელიას და ადემოლა ლუკმენის ბარტერზე იფიქრებდა.
„ლუკმენმა სეზონი მაღალ დონეზე დაასრულა. კვარაცხელიამ კი გასულ სეზონში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არ შეიძლება კვარაცხელიას ლუკმენი მხოლოდ იმიტომ ამჯობინო, რომ მან სამი გოლი გაიტანა, მაგრამ მე „ნაპოლის“ პრეზიდენტი რომ ვიყო, ვიფიქრებდი კვარას და ლუკმენის ბარტერზე. ჩემი აზრით, ლუკმენს კვარაცხელიაზე მეტად აქვს საგოლე ალღო, მიუხედავად იმისა, რომ ერთია „ატალანტაში“ თამაში და მეორე „ნაპოლიში“, სადაც მთელი ქალაქის წნეხს და სიმძიმეს გრძნობ“, - თქვა შვოჩმა.
შეგახსენებთ, რომ ადემოლა ლუკმენმა ევროპა ლიგის ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ატალანტას“ „ლევერკუზენთან“ 3:0 მოაგებინა.