ფეხბურთი

18:39 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "საკლუბო კარიერას ვასრულებ, მაგრამ ნაკრებში მუშაობას არ გამოვრიცხავ"

კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ საკლუბო კარიერას ასრულებს, მაგრამ სანაკრებო დონეზე მუშაობის შემოთავაზება თუ ექნება, არ გამორიცხავს, რომ მიიღოს და რომელიმე ნაკრები ჩაიბაროს.

„ბედს სურდა, რომ წრე „კალიარიში“ დამეხურა. აქ დავასრულებ ჩემს კარიერას, როგორც კლუბის მწვრთნელი. შემდეგ, თუ მომავალში შეთავაზებას ეროვნული ნაკრებიდან მივიღე, ამაზე ვიფიქრებ, მაგრამ კლუბებისთვის კარგს ვხურავ.

კლოპისნაირი დამშვიდობება? ხალხის სითბო ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. დავინახე, როგორ ტიროდა კლოპი და იმედი მაქვს, რომ მე ცრემლებს შევიკავებ.

სეზონის დასაწყისში გულშემატკივრებს დახმარება ვთხოვე, რადგან ვიცოდი, რომ მარტო ვერ მოვახერხებდით სერია A-ში დარჩენას. მათ მომისმინეს, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი გუნდი არ მიუტოვებიათ. ჩემი მომავალი? ახლა დასასვენებლად წავალ, შემდეგ ცოტას ვიმოგზაურებ, დიდი ხანია სტადიონების მეტი არაფერი მინახავს. მინდა, ჩემს ოჯახთან მეტი დრო გავატარო, შვილიშვილებთან, რადგან ხანდახან ბაბუა, ბაბუა უნდა იყოს“, - თქვა რანიერიმ.

კლაუდიო რანიერი „კალიარის“ 1988-1991 და 2023-2024 წლებში წვრთნიდა და კუნძულელები ორჯერ სერია A-ში გადაიყვანა. მან ასევე იმუშავა საბერძნეთის ნაკრებში, „უოტფორდში“, „ვალენსიაში“, „ფიორენტინაში“, „ატლეტიკოში“, „რომაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მონაკოში“, „პარმაში“, „ნაპოლიში“, „ნანტში“, „ფულჰემსა“ და „სამპდორიაში“.

ყველაზე დიდი კვალი „ლესტერ სიტიში“ დატოვა, რომელსაც 2016 წელს პრემიერლიგა მოაგებინა, რითაც კლუბის ისტორიაში დარჩა. კლაუდიო რანიერიმ ასევე თითოჯერ მოიგო იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, როცა „ფიორენტინაში“ მუშაობდა, აგრეთვე, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი „ვალენსიას“ შემადგენლობაში.

2016 წელს ფიფას ვერსიით რანიერი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104902