ფეხბურთი

18:02 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-სთვის იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელია.

ამრიგად, სპალეტის 7 ივნისამდე სიის შემცირება მოუწევს და ევრო 2024-ზე მხოლოდ 26 ფეხბურთელს წაიყვანს. იტალიური მედია წერს, რომ საბოლოო არჩევანს სპალეტი 4 ივნისს, თურქეთთან გასამართი სპარინგის შემდეგ მიიღებს.

გამოსარჩევია ნიკოლო ფაჯოლის განაცხადში ყოფნა, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია. 22 წლის ფეხბურთელმა ახლახან მოიხადა სასჯელი და მოედანზე დაბრუნდა, თუმცა ნაკრებში გამოძახებას ამ ეტაპზე ბევრი არ ელოდა.

სპალეტი საბოლოო განაცხადს 6 ივნისს დაასახელებს, მანამდე კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონის გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო მანამდე ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს თურქეთისა და ბოსნიის წინააღმდეგ.

0.111553