ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან Sky Sport-ს უთხრა, რთულ სიტუაციაშია და პარალელიც გაავლო:
„რთულ სიტუაციაში ვარ. დაახლოებით ისე, როდესაც ცოლი და ორი შვილი გყავს, მაგრამ ულამაზეს ქალს შეხვდები... გადაწყვეტილებას მალე მივიღე, ასეთი საკითხები სწრაფად წყდება, ხვალ პრეზიდენტს შევხვდები“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინი „ატალანტას“ მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობს. მას ბოლო პერიოდში „ნაპოლის“ უკავშირებენ.