იტალიურმა „ბოლონიამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გადადგომის შესახებ.
„დღეს დილით ტიაგო მოტამ კლუბს აცნობა, რომ აპირებდა არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი „ბოლონიასთან.“ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს შესრულებული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მას კარიერის ბოლომდე“, - ნათქვამია „ბოლონიის“ განცხადებაში.
„ამ ორი წლის განმავლობაში შევხვდი მომზადებულ და გამარჯვებულ მწვრთნელს, რომელმაც გუნდს ბრწყინვალე სათამაშო ინდივიდუალობა მისცა. ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მოპოვება მას და ყველა მოთამაშეს კლუბის ისტორიაში საგანგებო ადგილს მიუჩენს.
მინდა, „ბოლონიაში“ დარჩეს, მაგრამ ამ სიტუაციაში შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს ამ შესანიშნავი სეზონებისთვის და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მომავალში", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ჯოი საპუტომ.
„ბოლონიამ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიაგო მოტა ტურინის „იუვენტუსს“ კონტრაქტზე დათანხმდა.