ფეხბურთი

13:37 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: „ბარსელონა“ მთავარ მწვრთნელად ჩავის ნაცვლად ფლიკს დანიშნავს“

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მომავალი სეზონიდან ბარსელონას უხელმძღვანელებს - გვამცნობს Sky Sport.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელ ჩავის გაათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგას „ბლაუგრანა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, პსჟ-თან ჯამში (4:6) დამარცხდა.

ფლიკის ბოლო სამსახური გერმანიის ნაკრებში გახლდათ. მანამდე სპეციალისტი „ბაიერნს“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (2019/20 წლების სეზონი).

0.115505