25 წლის ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე დიდი ალბათობით არ მიიღებს მონაწილეობას პარიზში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, იუწყება El Partidazo de COPE.
მედიის ცნობით, მადრიდის „რეალში" წყაროებზე დაყრდნობით, მბაპეს ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და 2024 წლის აგვისტოში ფორვარდი შეუერთდება წინასასეზონო ბანაკს მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით.
მანამდე გაჩნდა ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის პარიზში მოლაპარაკებების შესახებ, რომლის თემაც მბაპეს ოლიმპიადაზე შესაძლო მონაწილეობა იყო.
2024 წლის ზაფხულში კილიან მბაპე კონტრაქტის ამოწურვის გამო დატოვებს პსჟ-ს, რომლის შემადგენლობაშიც ამ სეზონში თამაშობს და მედიის ცნობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალის“ მოთამაშე გახდება.