შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სქოთების თავკაცს 7 ივნისამდე ექნება დრო, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და 23 ან 26 ფეხბურთელი შეარჩიოს. მანამდე კი, გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ზანდერ კლარკი (ჰართსი), კრეიგ გორდონი (ჰართსი), ანგუს განი (ნორვიჩი), ლიამ კელი (მოზერველი)
მცველები: ლიამ კუპერი (ლიდსი), გრენტ ჰენლი (ნორვიჩი), ჯეკ ჰენდრი (ალ-ეტიფაქი), როს მაკრორი (ბრისტოლ სიტი), სკოტ მაკენა (კოპენჰაგენი), რაიან პორტეუსი (უოტფორდი), ენტონი რელსტონი (სელტიკი), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), ჯონ სუტარი (რეინჯერსი), გრეგ ტეილორი (სელტიკი), კირან ტირნი (სოსიედადი)
ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი), რაიან კრისტი (ბორნმუთი), ბილი გილმორი (ბრაიტონი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა), კენი მაკლინი (ნორვიჩი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერი), რაიან ჯეკი (რეინჯერსი), კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი)
თავდამსხმელები: ჩი ადამსი (საუთჰემპტონი), ლინდონ დაიკსი (ქპრ), ლოურენს შენკლენდი (ჰართსი), ბენ დოაკი (ლივერპული), ჯეიმს ფორესტი (სელტიკი)
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას, შვეიცარიას და უნგრეთს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი გიბრალტარისა და ფინეთის წინააღმდეგ.