ფეხბურთი

21:39 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ კაკაბაძემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია პოლონური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველ მცველს „კრაკოვიასთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ის 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„მოხარულები ვართ, რომ ოთართან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შევძელით. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ოთარს კი წარმატებებს ვუსურვებთ, მათ შორის ევრო 2024-ზე“, - აღნიშნა პოლონური კლუბის პრეზიდენტმა მატეუშ დროჟდჟმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ ითამაშა ესპანურ „ხიმნასტიკში“, დანიურ „ესბიერგში“, შვეიცარიულ „ლუცერნსა“ და ესპანურ „ტენერიფეში“, ხოლო 2021 წლიდან „კრაკოვიას“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 74 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. კაკაბაძეს საქართველოს ნაკრებში 60 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122817