ფეხბურთი

18:28 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა ევრო 2024-სთვის ინგლისის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„სამი ლომი“ ევრო 2024-მდე ამხანაგურ მატჩებს ბოსნიისა და ისლანდიის ნაკრებებთან გამართავს, ამის შემდეგ კი, ის საბოლოო 26-კაციან განაცხადს შეარჩევს, რომელსაც 7 ივნისს დაასახელებს.

გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდნენ მარკუს რაშფორდი და ჯეიდონ სანჩო, რომლებმაც წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პენალტები ვერ გაიტანეს. გუნდში სამი დებიუტანტია - ადამ უორთონი, ჯარელ ქუანსა და კერტის ჯონსი. ინგლისის ნაკრების 33-კაციანი განაცხადი ასეთია:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი)

მცველები: ჯარედ ბრანთვაითი (ევერტონი), ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ჯარელ ქუანსა (ლივერპული), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კერტის ჯონსი (ლივერპული), კობი მეინო (მანჩესტერი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორთონი (კრისტალ პალასი)

თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), ივან ტოუნი (ბრენტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა)

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114427