საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
რობერტო მარტინესმა, ყოველგვარი გაფართოებული შემადგენლობისა და სარეზერვო სიების გარეშე, პირდაპირ დაასახელა იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ევრო 2024-ზე ითამაშებენ.
პორტუგალიას ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ისინი ევროპის ჩემპიონატამდე მზადებას მთლიანად პორტუგალიაში გაივლიან, რომლის ფარგლებში სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ ფინეთის (4 ივნისი), ხორვატიის (8 ივნისი) და ირლანდიის (11 ივნისი) წინააღმდეგ.
რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემდეგ შემადგენლობა შეარჩია:
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიუ (რომა)
მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილო პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვზი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულემი), ოტავიო მონტეირო (ალ-ნასრი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ვიტინია (პსჟ)
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ), გონსალო რამოში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვსი), რაფაელ ლეაო (მილანი)
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია საქართველოს 26 ივნისს, ბოლო ტურში გელზენკირხენში შეხვდება, ხოლო მანამდე ჩეხეთის და თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს.