მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 2023/2024 წლების სეზონის შედეგებზე მისი ყოფილი გუნდების, „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.
ტურინულმა კლუბმა იტალიის თასი მოიგო და სერია A-ში 68 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. „ნაპოლი“ ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა (52 ქულა).
„არ მგონია, რომ ისეთი კლუბისთვის, როგორიც „იუვენტუსია,“ იტალიის თასის მოგება საკმარისია სეზონის გადასარჩენად.
ნაპოლი? სირცხვილია მათი ასე დაბლა დაცემა. ორი გუნდი, რომელიც ჩემს გულშია, არის „ნაპოლი“ და „ფიორენტინა.“ სამი წარმოუდგენელი წელი ვიცხოვრე ნეაპოლში და ბედნიერი ვიყავი მათი ტიტულით გასულ სეზონში, თუმცა ვგრძნობდი სინანულს, რადგან ეს ჩემ დროს არ მოხდა", - ციტირებს სარის სიტყვებს Sky Sports.