ბოსნიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ველეზ მოსტარმა“ „გოშკ გაბელას“ უმასპინძლა და მატჩ ფრედ, 3:3 დასრულდა.
ერთი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც 47-ე წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 2:1 გახადა.
22 წლის ფეხბურთელს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
„ველეზ მოსტარი“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და კონფერენს ლიგის საგზური მოპოვებული აქვს, მომდევნო ტურში კი 26 მაისს, „ტუზლას“ ეთამაშება.