ფეხბურთი

21:25 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "კლოპი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მან უკეთესი მწვრთნელი გამხადა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ზოგჯერ უჭირს მოტივაციის პოვნა, მაგრამ როგორც აღნიშნა, კონტრაქტის ბოლომდე ალბათ, გუნდში დარჩება.

„რეალობა ისაა, რომ მე უფრო ახლოს ვარ წასვლასთან, ვიდრე დარჩენასთან. 8 წელი გავიდა, რაც აქ მოვედი. ეს განცდა შარშანაც მქონდა. როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოვიგეთ, ჩემს თავს ვკითხე: „რა უნდა გავაკეთო კიდევ აქ?“ დასრულდა. მაგრამ კონტრაქტი მაქვს და აქ სიამოვნებით ვმუშაობ. ზოგჯერ დაღლილი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მომწონს.

ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რა იქნება ჩემი მოტივაცია, რომ მომდევნო სეზონშიც გავაგრძელო მუშაობა, რადგან ზოგჯერ ძნელია ამის პოვნა. როდესაც აქ მოვედი, თუ ვინმე მეტყოდა, რომ 7 სეზონიდან 6-ჯერ ჩემპიონი გავხდებოდი, ვუპასუხებდი, რომ გიჟი ხარ, ეს შეუძლებელია. ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ მომდევნო სეზონშიც მინდა დარჩენა. ვისაუბრე კლუბთან, გვაქვს დრო განსახილველად, რადგან ფეხბურთელებიც უნდა ვნახოთ, თუ ისევ ჩემს იდეებს გამოჰყვებიან, დავრჩები და ამაზე სეზონის განმავლობაში მშვიდად ვისაუბრებთ.

იურგენი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც მწვრთნელი სხვა დონეზე ამიყვანა, მისდამი წარმოუდგენელი პატივისცემა მაქვს, ზოგჯერ მგონია, რომ დაბრუნდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მისი სიტყვებისთვის. მან გამაუმჯობესა, როგორც მწვრთნელი, ჩემი ცხოვრების დიდი ანტაგონისტი იყო“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერლიგა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103655