ფეხბურთი

20:43 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულის" მწვრთნელად არნე სლოტი დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად არნე სლოტი დაინიშნა. ინგლისური კლუბის ვებგვერდზე ამის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.

სლოტი „წითლების“ მწვრთნელად ოფიციალურად პირველ ივნისს დაინიშნება, ხოლო მუშაობას ივლისიდან შეუდგება. ასე რომ, 45 წლის ნიდერლანდელი შეცვლის იურგენ კლოპს, რომელიც „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებდა.

არნე სლოტს აქამდე „კამბურში“, „ალკმაარსა“ და „ფეიენოორდში“ უმუშავია. სწორედ როტერდამელთა რიგებში მიაღწია ხელშესახებ წარმატებას, რომელსაც 2023 წელს ნიდერლანდების ჩემპიონატი, ხოლო 2024 წელს ნიდერლანდების თასი მოაგებინა. გარდა ამისა, 2022 წელს კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108184