ფეხბურთი

12:52 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდის უნიკალური მიღწევა პრემიერლიგაში

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა, როგორც ჩემპიონი, ისე საუკეთესო ბომბარდირი.

ჰოლანდმა გასულ სეზონშიც მოიგო პრემიერლიგის ტიტული და ბომბარდირობა, იგივე წელსაც მოახერხა. მან აწ დასრულებულ სეზონში თავი 27 გოლით გამოიჩინა და 5 გოლით აჯობა კოულ პალმერს.

აქამდე პრემიერლიგაში ვერავის მოეხერხებინა ზედიზედ ორჯერ ბომბარდირობა ისე, რომ თან ჩემპიონიც გამხდარიყო.

ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგაში „ოქროს ბუცების“ რაოდენობით დიდიე დროგბას, რობინ ვან პერსის, ჯიმი-ფლოიდ ჰასელბაინკს და მაიკლ ოუენს გაუთანაბრდა.

0.130404