ფეხბურთი

21:17 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „რუჟომბეროკი“ 5:1 გაანადგურა, გურამ კაშიამ კი, საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) პასით გაიტანა და ანგარიში გახსნა. გურამი მოედანზე 81-ე წუთამდე იყო, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ გახლდათ.

გურამ კაშიამ 2023-2024 წლების სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ჯაბა კანკავამ 41 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ სეზონი 73 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ 5 ტურის წინ გაიფორმა.

0.122349