ინგლისის პრემიერლიგის 20 კლუბი 6 ივნისს VAR-ის შესახებ იმსჯელებს. „ვულვზმა“ წამოაყენა წინადადება, რომ პრემიერლიგაში VAR-ი გაუქმდეს, რაზეც კლუბები თავიანთ მოსაზრებას დააფიქსირებენ.
როგორც „ლივერპულის“ ჯერ კიდევ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, ის VAR-ის გაუქმების მომხრეა, რადგან მას მაინც არასწორად იყენებენ.
„რა თქმა უნდა, VAR-ს სწორად არ იყენებენ, ხმას მის წინააღმდეგ მივცემდი. ამ ადამიანებს არ შეუძლია მისი სწორად გამოყენება. პრობლემა VAR-ი არ არის, მაგრამ ვხედავთ მასზე მომუშავე ადამიანებს არ ცვლიან, ამიტომ, VAR-ის გაუქმებაზე ხმას მივცემდი“, - თქვა კლოპმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვარი რომ არ ყოფილიყო, მანჩესტერი ოთხეუში იქნებოდა. ვგულისხმობ, რომ მსაჯები კეთილმოწყობილნი ან ლმობიერი იქნებიან დიდი გუნდის ვარსკვლავების მიმართ. ასეც იყო და ასე იქნება ვარის არქონის შემთხვევაში