ფეხბურთი

2:30 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიანო ბირაგი: "კვარაცხელიას გოლი ძალიან ლამაზი იყო, ბურთს კარგი ტრაექტორია ჰქონდა"

ფლორენციის „ფიორენტინას“ კაპიტანმა კრისტიანო ბირაგიმ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა. „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩში (2:2) სწორედ ბირაგიმ და კვარამ ჯარიმები გაიტანეს და ამის შედარება სთხოვეს.

„ჩემი ჯარიმა უფრო ლამაზი იყო თუ კვარაცხელიას? უნდა ვთქვა, რომ კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა, უფრო შორეული დისტანცია იყო და ბურთს კარგი ტრაექტორიაც ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ მეც გავიტანე, რადგან გასული წლის მაისის შემდეგ გოლი არ მქონდა გატანილი“, - თქვა ბირაგიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100831