ფეხბურთი

18:49 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ეს არ არის ჩვეულებრივი კვირა, დამშვიდობება ძნელი იქნება"

„ლივერპული“ პრემიერლიგის ბოლო ტურში 19 მაისს, „ვულვზს“ უმასპინძლებს და სეზონს დაასრულებს. ასე დასრულდება იურგენ კლოპის 9-წლიანი მოღვაწეობაც „ენფილდ როუდზე“.

კლოპმა „ვულვზთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სადაც გაიხსენა „წითლებში“ გატარებული პერიოდი.

„ეს კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ინტენსიური იყო. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ჩვეულებრივი კვირაა, რადგან ასე არ არის. ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, ეს სეზონის ბოლო მატჩია, შემდეგ შვებულებაში წავალთ. გუშინ ფეხბურთელებთან ერთად დრო გაატარე, ჩვენ ბევრი ემოციური მომენტი გვქონდა და დამშვიდობება სევდის ან ტკვილის გარეშე ნიშნავს, რომ ერთად გატარებული დრო კარგი არ იყო, სამაგიეროდ, აქ გატარებული დრო იყო კარგი და დამშვიდობება ძნელი იქნება.

საუკეთესო მომენტები „ლივერპულში“ გატარებული დროიდან? ფეხბურთი, რომელიც წელს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, საუკეთესოა, მანამდე ასე არ გვითამაშია. იმ დღეს ჩვენ მათზე უკეთ ვითამაშეთ, სხვანაირი თამაში იყო. საუკეთესო გამარჯვება „ბარსელონასთან“ მოვიპოვეთ, საუკეთესო გოლი ალისონმა გაიტანა „ვესტ ბრომვიჩთან“. საუკეთესო პასი ალექსანდერ-არნოლდმა „ბარსელონასთან“, ხოლო საუკეთესო სეივი იყო ალისონის მოგერიება „ნაპოლისთან“. ქუსლით საუკეთესო გოლი სადიო მანემ გაიტანა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა „ლივერპული“ 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს სხვა ტიტულებთან ერთად, თითოჯერ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. კლოპს დიდი ალბათობით, ნიდერლანდელი არნე სლოტი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110825