ფეხბურთი

0:04 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„მამლების“ თავკაცმა 25 ფეხბურთელი შეარჩია, შესაბამისად, ფრანგთა განაცხადი 25-კაციანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ნგოლო კანტე, რომელსაც დეშამი არაბეთში წასვლის შემდეგ არ ენდობოდა, თუმცა გამოცდილ კადრს ევრო 2024-ზე მაინც დაეყრდნობა:

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრაის სამბა (ლანსი)

მცველები: ჯონათან კლაუსი (მარსელი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ფერლან მენდი (რეალი), ბენჟამინ პავარი (ინტერი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ნგოლო კანტე (ალ-იტიჰადი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი)

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (პარი სენ-ჟერმენი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), ოლივიე ჟირუ (მილანი), რანდალ კოლო მუანი (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (ინტერი), ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფში ნიდერლანდების, პოლონეთისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13805