ფეხბურთი

23:24 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანმა ევრო 2024-სთვის ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 30 ფეხბურთელია, საბოლოო შემადგენლობას კი, ნიდერლანდელი სპეციალისტი 29 მაისს დაასახელებს. ამ დროისთვის ნიდერლანდების ნაკრებში მიწვეული არიან:

მეკარეები: ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი), ნიკ ოლი (სპარტა), ბერტ ვერბრუგენი (ბრაიტონი)

მცველები: ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), დელეი ბრილნდი (ჟირონა), მატეის დე ლიხტი (ბაიერნი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), დენზელ დუმფრისი (ინტერი), ჟერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ლუშარელ გერტრუიდა (ფეიენოორდი), იან მაატსენი (დორტმუნდი), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), მარტენ დე რონი (ატალანტა), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ჯერდი შუტენი (პსვ), ქუინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი), ჯო ვეერმანი (პსვ), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ალ-ეტიფაქი)

თავდამსხმელები: სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), ბრაიან ბრობი (აიაქსი), მემფის დეპაი (ატლეტიკო), კოდი გაკპო (ლივერპული), დონიელ მალენი (დორტმუნდი), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ვოუთ ვერგორსტი (ჰოფენჰაიმი)

ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104239